ჰუმანიტარული აქტივობა

დღიდან დაარსებისა სექას მიერ ჩატარებულია შემდეგი ჰუმანიტარული საქმიანობა:

2009 წ გურჯაანის კონფერენციის აქციის ფარგლებში სექას წევრებმა საჩუქრად გადასცეს დიდი რაოდენობის ტანცსაცმელი და ფეხსაცმელი ლაგოდეხის შეჭირვებული ოჯახების ბავშვებს.


2009 წლის დეკემბერში სექას წევრებმა ჩაუტარეს ჰუმანიტარული აქცია ს. მოხისში დასახლებულ სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. 
აქციის ფარგლებში დევნილებს ჩაუტარდათ სამედიცინო გასინჯვა და საჩუქრად გადაეცათ მედიკამენტები.


დეკემბერი 2001 წ. "World Wision"-მა ჰუმანიტარული დახმარების სახით სექა-ს გადასცა დიდი რაოდენობით ქალის ტანსაცმელი, რომელიც შემდგომში დაურიგდა სხვადასხვა საავადმყოფოების ექიმებს, საშუალო და უმცროს მედპერსონალს პენსიონერ, შეჭირვებულ და იძულებით გადაადგილებულ ექიმებს.


საქველმოქმედო აქცია თბილისის ქალთა კოლონიაში. სექას წევრებმა აწარმოეს პატიმრების სამედიცინო გასინჯვა, მათთვის მედიკამენტების გადაცემა. ამავე პრერიოდში სექას წევრებმა ჩაატარეს მრგვალი მაგიდა თემაზე: "მენოპაუზის მკურნალობა," რომლის შემდეგაც მოაწყვეს ქ. თბილისის ქალთა კოლონიის პატიმრების მიერ მოყვანილი ყვავილების გაყიდვა. მიღებული თანხა შემდგომში გადაეცა პატიმრებს, წამლების და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად. მაისი 2002წ.


სექამ ჩაატარა საქველმოქმედო აქციები თელავის; საგარეჯოს; მაჩხაანის, წალკის სავადმყოფოებში, თბილისის ი. ფაღავას სახ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. აქციები მოიცავდნენ პაციენტების გასინჯვას, მათვის მედიკამენტების გადაცემას; სამედიცინო პერსონალისათვის ტანსაცმლის გადაცემას.


სექამ შეძლებისდაგვარად დახმარება გაუწია პენსიონერ და უმწეო ექიმ ქალებს უფასო სამედიცინო კოსულტაციებით, წამლების დარიგებით.


ჰუმანიტარული აქციები განხორციელდა "Word Wision" და "Acts Georgia" -ს დახმარებით.